Language Selection

Georgian (Georgia)English (United Kingdom)

Calendar

< February 2010 >
Mo Tu We Th Fr Sa Su
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28

გამოკითხვა

რომელ უწყებას/საზოგადოებრივ ინსტიტუტს ენდობით ყველაზე მეტად
 
Gevision.tv-ს სპეციალური განცხადება Print
Monday, 28 December 2009 15:34
”როგორც მოგეხსენებათ 2008წლის 8 ნოემბერს, პირველად საქართველოში მაუწყებლობა დაიწყო ინტერნეტ-ტელევიზიამ. ”გევიჟენი” ზუსტად წლისა და ორი თვის განმავლობაში ობიექტურად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან მოვლენას. გევიჟენის საინიციატივო ჯგუფი გუნდთან ერთად დაარსების დღიდან დღემდე ენთუზიაზმით მუშაობდა. ამ ხნის მანძილზე დაფინანსებასთან დაკავშირებით იყო რამდენიმე შემოთავაზება, თუმცა გევიჟენისთვის მისაღები არც ერთი წინადადება არ აღმოჩნდა, რადგან საინიციატივო ჯგუფმა მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში ტელევიზიის ობიექტური და დამოუკიდებელი მაუწყებლობა ეჭვქვეშ დადგებოდა. მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი ინტერნეტ-ბაზარი კონკურენტუნარიანი გახდა. სასიამოვნოა, რომ ჩვენს წამოწყებას მიმდევრებიც გამოუჩნდნენ და შეიქმნა სხვა ინტერნეტ-ტელევიზიებიც. გევიჟენი იყო და დარჩება, საქართველოში პირველ ინტერნეტ-მაუწყებლობად, თუმცა მაყურებლისთვის სიახლეების შეთავაზებისა და განვითარებისთვის აუცილებელი ფინანსების არქონის გამო საინიციატივო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება მაუწყებლობის დროებით შეჩერების თაობაზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სავარაუდო ინვესტორებთან. დაფინანსების მოპოვებისთანავე, გევიჟენი მაუწყებლობას განაახლებს და საზოგადოებას ახალი სახით დაუბრუნდება.” - Gevision.tv-ს ადმინისტრაცია

 
ჟურნალისტთა კავშირ "ობიექტივის" საგანგებო განცხადება Print
Wednesday, 23 December 2009 10:57
ჟურნალისტთა კავშირი "ობიექტივი" აპროტესტებს ტელეკომპანია "ალანიასთვის" სახელწოდების შეცვლის ფაქტს და აცხადებს, რომ ეს "ცვლილება" დაგეგმილია ხელიუფლების ძალოვანი შტოს მიერ.

6 წლის მანძილზე წარმოებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ ფაქტებით დაადასტურა, რომ "ალანია" ჯერ ულიცენზიოდ და ,მოგვიანებით, წართმეული ლიცენზიით, გადიოდა "ობიექტივის" ჟურნალისტების კუთვნილ 35-ე დეციმეტრულ სიხშირეზე. "ობიექტივის" ჟურნალისტების დაუღალავი
 
მითი, თუ რეალობა?! Print
Tuesday, 22 December 2009 14:09

შოუ - ქალაქში

მსოფლიოში არნახული, არარსებული ქალაქია ჩვენი თბილისი. რუსთაველი ბრწყინავს ჭაღებით. რამდენია აბა, ვინ დათვლის! მოგწონთ. ეს ხომ უმაღლესი გემოვნების ნიმუშია, უმძიმესი, "ულამაზესი", სამმეტრიანი ჭაღუნები (მაგრამ ვაითუ მოწყდეს, მაშინ. მაგრამ რას იზამ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს). ნეტა რა დაჯდა. ნუთუ ის თანხა რეპრესირებულთ, ომის ვეტერანებს, უმწეო ოჯახებს ჩამოაჭრეს, თუ დახმარების გზით გამოგზავნილი თანხით შექმნეს "მაღალი გემოვნების" ეს საოცრება.

ამ დროს კი ათასობით უმუშევარი, მომრავლებული მათხოვრები, ნაგვის ბუნკერში მაძიებელი მოქალაქენი...

 


როდემდე, მიშა?

ფსიქიატრიაში ცნობილია, რომ ავადმყოფებს ხშირად აქვთ გრანდიოზულობის მანია. ზოგი ნაპოლეონად, ზოგი სტალინად, ზოგი ჰიტლერად აღიარებს თავს, მაგრამ პრეზიდენტად - რატომღაც არასოდეს. ეს ნამდვილად კარგი ნიშანია, - არ ყოფილან მთლად სულელები. პრეზიდენტობა ხომ ადვილი საქმე არ გახლავთ. ერთეულნი თუ ბედავენ გახდნენ პრეზიდენტები, თუნდაც, გაყალბებული არჩევნების გზით. ისე, რას

 
ოტია იოსელიანი: ღმერთო, ამას რას მომასწარი! Print
Tuesday, 22 December 2009 13:59

ამწუთას დავბრუნდი ქუთაისიდან. აქ იყვნენ იმ ნაძეგლარის ირგვლივ შეკრებილი ქუთაისელებიც, თბილისელებიც, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებიც და პროტესტის ხმებიც გაისმოდა, მაგრამ, რატომ მთელი საქართველო არ მოვიდა?! ამაზე უარესი რაღა უნდა მომხდარიყო?! დიდი ქართველი მოქანდაკის მემორიალი ეძღვნებოდა იმ 300000 დარჩეული ქართველის ხსოვნას, უსასტიკეს ომში რომ დაკარგა საქართველომ და ამ ხელისუფლებამ თავზე დაგვანგრია ყოველივე. გაუკეთებია ასეთი რამ ვინმეს?!

რამდენმა ომმა გადაიარა ანტიკური ხანის ძეგლებზე, მაგრამ ძეგლი არავის დაუნგრევია.

65 ჰექტარია იქაურობა, რაღა მაინცდამაინც იმ კომპლექსის დანგრევა იყო საჭირო?! მაგათი პარლამენტის შენობა იქვე გვერდით ვერ აშენდებოდა?!

თუ მხატვრულად ღირებულია, ლენინის ძეგლის დანგრევაც კი მკრეხელობაა!.. და, აკი, ასეთი მკრეხელობა უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლით დამთავრდა!..

ფაშისტები ამათთან ანგელოზებად ჩანან, ღმერთო, ამას რას მომასწარი!


ოტია იოსელიანი

"საქართველოს რესპუბლიკა”

 
ბოროტმა სძლია კეთილსა?!. ორი ტერორისტული აქტი: ნიუ-იორკი. 2001 წ. 11 სექტემბერი და ქუთაისი. 2009 წ. 19 დეკემბერი Print
Tuesday, 22 December 2009 13:56

2001 წლის 11 სექტემბერს ცნობილი "ტყუპების" ტრაგედიას ოთხი ათასამდე ადამიანი შეეწირა...

ქუთაისში აღმართული მერაბ ბერძენიშვილის უბრწყინვალესი "გამარჯვების მემორიალი", ქართული მხედრული დიდების სულისკვეთებით განმსჭვალული, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული სამასი ათასი ჩვენი თანამემამულის ხსოვნის პატივსაცემად იყო აშენებული. 2009 წლის 19 დეკემბრის ვანდალურმა აფეთქებამ საქვეყნოდ შეურაცხყო როგორც ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაცემული ზემოხსენებული სამასი ათასი ქართველი მეომრის ხსოვნა, ისე მსხვერპლად შეიწირა ორი უდანაშაულო ადამიანის - დედა-შვილის სიცოცხლე... ხომ არ დავუბრუნდით იმ შორეულ ბნელ საუკუნეებს, როცა ასევე ბნელი, ახირებული ადამიანები ადამიანებსავე სწირავდნენ თავიანთ ბოლომდე გაუაზრებელ კერპებს?!.

როდემდე უნდა გაგრძელდეს საქართველოში ძალადობა და ხელოვნების გამორჩეული ძეგლების წინააღმდეგ სამარცხვინო ბრძოლა?!.

"საქართველოს რესპუბლიკა”

 
<< Start < Prev 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 Next > End >>

Page 1 of 104